„ბარსელონას“ გარემარბმა ლამინ იამალმა განაცხადა, რომ „ოქროს ბურთის“ მოგებას 2029 წლამდე აპირებს.
AS: ახლახან ხელოვნურმა ინტელექტმა გააკეთა 20 წლიანი პროგნოზი იმის შესახებ, თუ როდის მოიგებდა ლამინ იამალი „ოქროს ბურთს“ და ჯილდო 2029 წელს მოგანიჭათ, როცა „ბარსელონას“ ფეხბურთელი იყავით. შემდეგ ის ამბობს, რომ „ბურთს“ კიდევ ორჯერ მოიგებთ, 2035 და 2037 წლებში... უკვე მადრიდის „რეალთან“ ერთად. რას იტყვით ამის შესახებ?
იამალი: რაც შეეხება 2029 წელს, ვიმედოვნებ, უფრო მალე მოვიპოვებ, რადგან ეს ნიშნავს, რომ „ბარსელონასთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგას ან ესპანეთთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატს მოვიგებ. ეს ჩემი ორი ყველაზე დიდი ოცნებაა. რაც შეეხება დანარჩენს, რასაც ხელოვნური ინტელექტი ამბობს, მან ერთხელაც ვერ გამოიცნო სწორად ლაურეატი,“ - ციტირებს იამალის სიტყვებს AS.
17 წლის იამალის მოქმედი კონტრაქტი „ბარსელონასთან“ 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში. მიმდინარე სეზონში ესპანელმა კატალონიურ კლუბში 38 მატჩში 13 ბურთი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა.