ფეხბურთი

0:33 | 20.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფაბიან რუისი: "პსჟ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა, ლუის ენრიკემ რადიკალური ცვლილებები მოახდინა"

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ფაბიან რუისმა Marca-სთან ფრანგული გუნდის შესახებ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ლუის ენრიკემ გუნდის თამაშში რადიკალური ცვლილება მოახდინა და ახლა პსჟ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

„პსჟ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. შარშან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავედით, წელს უკვე მეოთხედფინალში ვართ. ამ გზით სიარული უნდა გავაგრძელოთ და იმის ჩვენება, რომ საუკეთესოებში ვართ. გასული სეზონიდან მოყოლებული კარგად ვთამაშობთ, ამ სეზონში კი, მთლიანად იმაზე მოვახერხეთ ადაპტირება, რაც მწვრთნელს სურდა. მართალია, რადიკალური ცვლილებაა, მაგრამ კარგ ფორმაში ვართ, კარგი მენტალიტეტით ვთამაშობთ, ყველა ტურნირზე ვართ და ჩვენი მიზანია ასე გაგრძელება.

ყველა თავდამსხმელი ძალიან ბევრს აკეთებს, როგორც შეტევაში, ისე დაცვაში, ეს არის ის, რასაც მწვრთნელი ითხოვს: შეტევას და დაცვას გუნდურად. ამის არ გაკეთებაზე ფიქრიც არ შეიძლება, რადგან ვინც არ გააკეთებს, არ ითამაშებს. კარგი შემადგენლობა გვყავს და როცა ვინმე შემოდის, გუნდი არ იცვლება“, - თქვა ფაბიან რუისმა.

შეგახსენებთ, რომ პსჟ ლიგა 1-ში 19-ქულიანი უპირატესობითაა პირველ ადგილზე, საფრანგეთის თასზე ნახევარფინალშია, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალში, სადაც „ასტონ ვილას“ შეხვდება.

0.116026