ფეხბურთი

17:30 | 19.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნეაპოლელი ჟურნალისტი: "ნაპოლი" იძულებული იყო, რომ კვარაცხელია გაეყიდა"

ნეაპოლელმა ჟურნალისტმა კარლო ალვინიომ პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, არასწორია იმის თქმა, რომ ქართველი ფეხბურთელი „ნაპოლიმ“ გაყიდა, არამედ იძულებული იყო ეს ნაბიჯი გადაედგა:

„კვარაცხელია „ნაპოლიმ“ არ გაყიდა, ტერმინი არასწორია. „აძურის“ არ ჰქონია განზრახვა თავისი საუკეთესო ფეხბურთელი გაეყიდა. სიმართლე სხვაგვარია: კლუბი იძულებული გახდა გაეშვა მარცხენა გარემარბი და ამიტომ დათანხმდა მის გაყიდვას. თუმცა, ცხადია, რომ ეს სცენარი გათვალისწინებული არ იყო“, - თქვა ალვინომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ 2022-2024 წლებში 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, 23-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და იტალიის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

0.062068