საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახეს ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი დეზირე დუე, რომელიც ბაზაზე ზაირ-ემერისთან ერთად დაგვიანებით გამოცხადდა.
ამის გამო 19 წლის ფეხბურთელს მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი გაუწყრა და უთხრა, რომ ამ საქციელის გამო ზოგიერთი მწვრთნელი გუნდიდან გაუშვებდა.
"უორენთან ხარ? ამიტომ აგვიანებ? არიან მწვრთნელები, რომლებიც ამ საქციელის გამო გუნდიდან ახლავე გაგიშვებდნენ, მაგრამ მე ამას არ ვიზამ".
გეტყვით, რომ საფრანგეთის ნაკრები ერთა ლიგის A დივიზიონის მეოთხედფინალური მატჩებისთვის ემზადება, რომელსაც ხორვატიის ნაკრებთან გამართავს. პირველი შეხვედრა 20 მარტს ხორვატიაში გაიმართება, ხოლო განმეორებითი მატჩი 23 მარტს შედგება.