ფეხბურთი

12:18 | 19.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

კილიან მბაპე: "მოხარული ვარ დემბელეს შედეგებით, მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვარ"

მადრიდის "რეალისა" და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემტევმა კილიან მბაპემ უსმან დემბელზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი ასეთი შედეგებით ბედნიერია და მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარია.

"ძალიან მახარებს და მაბედნიერებს ის ფაქტი, რომ უსმან დემბელე ასეთ ფორმაშია, რადგან ვიცი თუ რამდენს აკრიტიკებდნენ და დასცინოდნენ მას. მე დემბელეს შესაძლებლობებში ეჭვი არასდროს შემიტანია, ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. 14 წლიდან მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვარ, მან თავის საუკეთესო ფორმის პიკს 27 წლის ასაკში მიაღწია, ბევრი თვლის, რომ ეს დაგვიანებულია, თუმცა მე საპირისპირო აზრზე ვარ.

გეტყვით, რომ უსმან დემბელეს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 37 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 30 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

0.067095