ფეხბურთი

1:07 | 19.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე: "პსჟ-ს საუკეთესოს ვუსურვებ, მაგრამ მე მხოლოდ "რეალთან" ერთად ყველა ტიტულის მოგებაზე ვფიქრობ"

მადრიდის „რეალის“ და საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა კილიან მბაპემ განაცხადა, რომ პსჟ-ს მატჩებს უყურებს, მაგრამ მას მხოლოდ ის გუნდი აინტერესებს, სადაც ახლა თამაშობს.

"პსჟ გაუმჯობესდა? ეს არ მაინტერესებს. ვუყურებ ყველა მატჩს, მათ შორის პსჟ-ს თამაშებს. გულწრფელად ვუსურვებ მათ ყველაფერს საუკეთესოს. მაგრამ ახლა მე ვარ ორიენტირებული მადრიდის "რეალზე" და ისტორიულ ტრებლზე, რომლის მოგებაც შეგვიძლია.

ეს არის ის, რისთვისაც კლუბს აქამდე არასოდეს მიუღწევია, ამიტომ ამის გაკეთება ჩემს პირველ სეზონში ნამდვილად წარმოუდგენელი იქნება. ვცდილობ, სხვა არაფერზე ვიფიქრო, გარდა მადრიდის „რეალისთვის“ 150%-ის დახარჯვისა და ამ ტიტულების მოგებისა“, - თქვა მბაპემ.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე პსჟ-ში 2017-2024 წლებში თამაშობდა, გასულ ზაფხულს კი, „რეალს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ და "რეალი" მეოთხედფინალურ ბარიერს თუ გადალახავენ და შესაბამისად, "ასტონ ვილასა" და "არსენალს" დაამარცხებენ, ნახევარფინალში ერთმანეთს შეხვდებიან.

0.067069