ფეხბურთი

2:12 | 18.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "ლივერპულში კვარას ვუყურებდი და ვტიროდი, "ნაპოლის" მის გარეშე ჩავარდნა დაეწყო"

იტალიელმა ჟურნალისტმა მარკო ბუჩანტინიმ „ნაპოლიზე“ ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელია გაიხსენა. როგორც მან თქვა, ქართველის წასვლის შემდეგ ანტონიო კონტეს გუნდის დონე დაეცა:

„კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში თამაშობს კლუბში, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია. მან ლივერპულში ისეთი მატჩი ჩაატარა, რომ მე ვტიროდი, ვუყურებდი და ვტიროდი. ის არის ფეხბურთელი, რომელმაც შეტევაში ყველაფრის გაკეთება შეუძლია, როდესაც ბევრს უტევ. სწორედ ასეთ მატჩებში გჭირდება კვარაცხელიასნაირი ფეხბურთელი. კვარა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში წავიდა, ხოლო „ნაპოლიში“ ის შეცვალა ფეხბურთელმა, რომელიც დიდ კრიზისში მყოფ „მილანშიც“ ვერ თამაშობდა. სწორედ აქ დაკარგა „ნაპოლიმ“ დონე. „ნაპოლის“ ჯერ კიდევ შეუძლია კონკურენტუნარიანი იყოს, მაგრამ კვარას წასვლის შემდეგ რაღაც დაეცა. კვარას წასვლის მერე მხოლოდ სამი რამ მომეწონა „ნაპოლის“ თამაშში: მეორე ტაიმები „იუვესთან“, „ატალანტასა“ და „ინტერთან“. დაძაბულ მატჩებში კონტეს გუნდმა მეორე ტაიმებში მოუმატა, მაგრამ უჭირს გუნდებთან, რომლებიც თამაშის საშუალებას და ბურთს გაძლევენ. მსგავს მატჩებში იმიტომ უჭირს, რომ ტექნიკური დეფეტი აქვს, „ნაპოლი“ ახლა უკეთ გრძნობს თავს ისეთ მატჩებში, როცა ინტენსივობა მაღალია“, - თქვა ბუჩანტინიმ.

შეგახსენებთ, „ნაპოლიმ“ სერია A-ს ბოლო 7 ტურში ერთადერთი მატჩი მოიგო (5 ფრე, 1 წაგება). ანტონიო კონტეს გუნდი 3 ქულით ჩამორჩება „ინტერს“ და სეზონის დასრულებამდე 9 ტურია დარჩენილი.

0.0658