„მარსელის“ ფეხბურთელი ადრიენ რაბიო პსჟ-ს და მისი პრეზიდენტის, ანსერ ალ-ხელაიფის წინააღმდეგ გამოვიდა.
საქმე ისაა, რომ რაბიოს პსჟ-ს ფანები მთელი თამაშის განმავლობაში შეურაცხყოფას აყენებდნენ, რასაც ფრანგმა ფეხბურთელმა განცხადებით უპასუხა და პარიზელთა პრეზიდენტსაც მიმართა:
„დედის შეურაცხყოფა და გარდაცვლილი მამის... ერთ დღეს ყველაფერი დაბრუნება. ნასერ, შეგიძლია მთელი სამყაროს ფული გქონდეს, მაგრამ კლასის ყიდვა შეუძლებელია“, - წერს რაბიო სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ადრიენ რაბიო პსჟ-ში 2012-2019 წლებში თამაშობდა და 227 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა.