სხვა

1:25 | 17.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ტიტე კალანდაძის გუნდმა ბოსნია ზედიზედ მეორედ დაამარცხა, ამჯერად სტუმრად.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა, მაგრამ საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა 22:20 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრებს ოთხი ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს და ორი ქულით უსწრებს უშუალო კონკურენტებს, ბოსნიასა და საბერძნეთს. ქართველი ხელბურთელები საკვალიფიკაციო ეტაპს 7-11 მაისს, საბერძნეთსა (შინ) და ისლანდიასთან (სტუმრად) მატჩებით დაასრულებენ.

საკვალიფიკაციო ეტაპს თითოეული ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო, ასევე, ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანიც დაძლევს და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მოიპოვებს, რომელიც 2026 წლის იანვარში გაიმართება.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად 2024 წელს იასპარეზა, როცა ბოსნია დაამარცხა, ხოლო ნიდერლანდებისა და შვედეთის წინააღმდეგ დამარცხდა.

0.121858