ფეხბურთი

16:25 | 10.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ანხელ კორეას მძიმე სასჯელი ემუქრება (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგის 27-ე ტურში "ხეტაფემ" საკუთარ მოედანზე "ატლეტიკოს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 იმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ დიეგო სიმეონეს გუნდი შეხვედრის 88-ე წუთამდე იგებდნენ, მაგრამ მასპინძლებმა მსაჯის საფინალო სასტვენამდე ორი გოლის გატანა მოახეხეს და მორიგი 3 ქულა მოიპოვეს.

მატჩის 87-ე წუთზე შეხვედრის მთავარმა მსაჯმა გილერმო კუადრამ ანხელ კორეას წითელი ბარათი უჩვენა, რამაც არგენტინელი ფეხბურთელის გაბრაზება გამოიწვია და მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ეს ფაქტი არ გამოჰპარვია ლა ლიგის სადისციპლინო კომიტეტს, რომელიც კორეას საქმეს განიხილავს. როგორც ესპანურ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, 30 წლის არგენტინელს 4-12 მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.



27 ტურის შემდეგ "ატლეტიკოს" 56 ქულა აქვს და მე-3 ადგილას იმყოფება, ხოლო "ხეტაფე" 33 ქულით მე-12 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062519
სარეკლამო ადგილი - 99
X x X