ფეხბურთი

22:09 | 7.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისელი ჟურნალისტი: "ალისონი თუ დარჩება, მამარდაშვილს ისევ იჯარით წასვლა მოუწევს"

ბრიტანული მედია ვარაუდობს, რომ გიორგი მამარდაშვილს მომდევნო სეზონში თამაში ისევ იჯარით მოუწევს.

არნე სლოტი ძალიან კმაყოფილია ალისონის თამაშით და ფიქრობს, რომ ის მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა, შესაბამისად, ძნელად წარმოსადგენია ზაფხულში გუნდიდან მის წასვლას დათანხმდეს, როცა ბრაზილიელს კლუბთან ჯერ კიდევ ორწლიანი კონტრაქტი აკავშირებს.

„არ მგონია, აქამდე ამ დონის მეკარესთან მემუშაოს, რაც ნორმალურია, რადგან ის მსოფლიოში საუკეთესოა“, - თქვა სლოტმა.

ჟურნალისტი გრემ ბეილი ფიქრობს, რომ ალისონის თამაშის ფონზე „ლივერპული“ გიორგი მამარდაშვილს კიდევ ერთხელ გაანათხოვრეს.

„არ მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, მაგრამ არ გამორიცხავ, რომ მომდევნო სეზონში ალისონი ისევ ძირითადი მეკარე იყოს, ხოლო მამარდაშვილი იჯარით კიდევ ერთი სეზონი გაუშვან. გაოცებული დავრჩები, თუ მსოფლიოს ჩემპიონატის წელს მამარდაშვილი მეორე მეკარეობას დათანხმდება. ვფიქრობ, ალისონი თუ დარჩება, მამარდაშვილი იჯარით წავა“, - აღნიშნა ბეილმა.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ გიორგი მამარდაშვილი გასულ ზაფხულს 35 მილიონ ევროდ შეიძინა და მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით „ვალენსიაში“ დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11231