34 წლის პორტუგალიელი გამოცდილი ცენტრალური მცველი პედრო მენდეში „დილას" ფეხბურთელია. ფეხბურთესლა და კლუბს შორის 1-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. პედრო მენდეშს შთამბეჭდავი კარიერა აქვს.
მან საფეხბურთო კარიერა „სპორტინგში" დაიწყო, რის შემდეგაც მადრიდის „რეალის" მე-2 გუნდში ჩაირიცხა. ამის შემდეგ მის კარიერაში იტალიის სერია A-ს 2 კლუბი, „პარმა" და „სასუოლო" იყო, რის შემდეგაც ლიგა 1-ს მიაშურა და ჯერ „რენის" შემდეგ კი „მონპელიეს" ღირსებას იცავდა.
მენდეში პორტუგალიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში რეგულარულად ასპარეზობდა, ეროვნულ გუნდში კი 1 მატჩი აქვს ჩატარებული.