„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ „ნაპოლისთან“ მატჩამდე ისაუბრა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მეტოქე ძლიერია, მაგრამ წინასწარ ის ფრეს არ დათანხმდება და სურს, რომ „ინტერმა“ მოსაგებად ითამაშოს:
„ამ მომენტში ერთი ქულით მეტი ან ნაკლები არაფერს ცვლის, შესანიშნავი თამაში იქნება და ასეთ მატჩებში მონაწილეობის მიღება სასიამოვნოა. იქნება სირთულეები, ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს და კარგად თამაში გვმართებს. ფრეზე თანახმა არ ვარ, უნდა ვითამაშოთ და ვნახოთ, მოედანზე რა გამოჩნდება. „ნაპოლი“ კარგი გუნდია, კარგი მწვრთნელით, იმსახურებს იმ ქულებს, რომლებიც აქამდე მოიპოვა. არ უნდა დავივიწყოთ „ატალანტა“, „იუვენტუსი“ და „ლაციო“, რომლებიც ძალიან ახლოს არიან. ყველაფერი სეზონის ბოლო ტურებში გადაწყდება“, - თქვა ინძაგიმ.
შეგახსენებთ, რომ „ინტერი“ „ნაპოლის“ ერთი ქულით უსწრებს, დღევანდელი მატჩი კი, 21:00 საათზე გაიმართება.