14:12 | 27.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

სობოსლაი: „ტიტულზე მაშინ ვიფიქრებთ, როცა „არსენალს" ჩვენი დაწევის მათემატიკური შანსიც აღარ ექნება“

„ლივერპულის“ ნახევარმცველმა დომინიკ სობოსლაიმ ინგლისის ჩემპიონატის 27-ე ტურში „ნიუკასლთან“ 2:0 მოგების შემდეგ აღნიშნა, თუ როდის დაიწყებს გუნდი ტიტულზე ფიქრს.

„როდის დავიწყებთ ტიტულზე ფიქრს? მის შემდეგ, რაც მდევარ „არსენალს“ ჩვენი დაწევის მათემატიკური შანსიც აღარ ექნება. ნამდვილად გვიხარია, რომ მათ 13 ქულით ვუსწრებთ, მაგრამ ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავზე ვართ ორიენტირებული.

წინ ჩემპიონთა ლიგა გველის („პარი სენ-ჟერმენთან“ დაპირისპირება), ამიტომ ამაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება. მოუთმენლად ველით ცხრილის სათავეში დარჩენას.

როცა „ლივერპულში“ მოვედი, პირველ სეზონში ყველა ტიტულის მოგება მინდოდა, ამიტომ არ მიყვარს ამაზე საუბარი. ჯერ ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ, მერე პრემიერლიგის თამაშისთვის და შემდეგ თასის ფინალისთვის ძალიან ძლიერი გუნდების წინააღმდეგ,“ - ციტირებს სობოსლაის სიტყვებს BBC.

0.062729