ფეხბურთი

19:12 | 26.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

დროგბამ მოურინიო დაიცვა: "როგორ შეიძლება "მამაჩემი" რასისტი იყოს?"

ვეტერანი ფეხბურთელი დიდიე დროგბა „გალათასარაის“ მხრიდან ჟოზე მოურინიოს მიმართ ბრალდებებს გამოეხმაურა.

„გალათასარაი“ მოურინიოს რასიზში ადანაშაულებს და უჩივის კიდეც, ხოლო კოტ დივუარელმა თავისი ყოფილი მწვრთნელის დაცვა გადაწყვიტა, მას მამაც უწოდა:

„ძვირფასო „გალათასარაი“, იცით, როგორ ვამაყობდი წითელ-ყვითელი მაისურით თამაში და მიყვარს ყველაზე ძლიერი თურქული კლუბი. ვნახე ბოლო კომენტარები ჟოზე მოურინიოს შესახებ. მერწმუნეთ მე, რადგან ჟოზეს 20 წელია ვიცნობ. ის არ არის რასისტი და მისი ისტორია (წარსული და უახლესი) ამას ამტკიცებს. მოდით, ფოკუსირება თამაშებზე მოვახდინოთ, მხარი დავუჭიროთ ჩვენს ბრწყინვალე კლუბს და მოვიგოთ ჩემპიონატი, რათა 5 ვარსკვლავს მივუახლოვდეთ. და ბოლოს, როგორც შეიძლება „მამაჩემი“ რასისტი იყოს?“, - დაწერა დროგბამ.

შეგახსენებთ, რომ დიდიე დროგბა ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით 2004-2007 წლებში „ჩელსიში“ თამაშობდა, ხოლო 2013-2014 წლებში კოტ დივუარელი „გალათასარაის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.06399
სარეკლამო ადგილი - 99
X x X