ფეხბურთი

20:51 | 24.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

La repubblica: "ნაპოლის" ჩავარდნა კვარაცხელიას გაყიდვით დაიწყო

„ნაპოლის“ ჩავარდნა აქვს, სერია A-ში ლიდერობა დაკარგა, მას შემდეგ, რაც ბოლო ოთხ ტურში მხოლოდ 3 ქულა მოიპოვა.

იტალიური გაზეთი La Repubblica გამოეხმაურა ანტონიო კონტეს გუნდის ბოლო პერიოდის შედეგებს და ხაზი გაუსვა იმას, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვა შეცდომა იყო, მით უფრო, როცა ის სათანადოდ ვერ შეცვალეს.

„ნაპოლის“ უბედურება პსჟ-ში კვარაცხელიას გაყიდვით დაიწყო. ეს იყო ჯარიმა ტექნიკური თვალსაზრისით, რადგან ის სათანადოდ ვერც შეცვალეს და ასევე, საზიანო გასახდელში ბალანსისთვის. კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა გუნდი სეზონის ყველაზე რთულ მომენტში დაესუსტებინა. სეიფში 75 მილიონი ევრო, სანაცვლოდ კი, „ნაპოლიმ“ ოთხი იაფფასიანი ტრანსფერი განახორციელა: ოკაფორი, ბილინგი, სკუფეტი და ჰაზა. აურელიო დე ლაურენტისიც სცენაზე კომოში ტრავმული მარცხის შემდეგ გამოჩნდა სოციალურ ქსელში პოსტით“, - წერს გამოცემა.

აღსანიშნავია, რომ „ნაპოლიში“ დარტყმების რაოდენობით, მოსალოდნელი გოლების მაჩვენებლით და შექმნილი საგოლე მომენტებით კვარაცხელია ისევ პირველ ადგილზეა, მიუხედავად იმისა, რომ ამ გუნდის მაისურით ბოლოს დეკემბერში ითამაშა...

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ ერთი ქულით ჩამორჩება „ინტერს“, რომელსაც მომდევნო ტურში უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113578