მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „ჟირონასთან“ მატჩის (2:0) შემდეგ ლუკა მოდრიჩზე ისაუბრა.
ხორვატმა შესანიშნავი გოლი გაიტანა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ასაკი მას საერთოდ არ ეტყობა.
„მოდრიჩი ფეხბურთის საჩუქარია, ის იბრალოდ ბრწყინვალეა. კონტრაქტი იქამდე უნდა გაუხანგრძლივდეს, სანამ თვითონ სურს. გაგვიმართლა, რომ ლეგენდა გვყავს. მე მყავდა კიდევ ერთი 40 წლის ფეხბურთელი, რომელიც იყო მალდინი. ეს ორი შეიძლება შევადაროთ იმის გამო, თუ როგორი უნდა იყოს სამაგალითო ფეხბურთელი, ეს ფანტასტიკური მაგალითებია. შემთხვევითი არ არის, რომ 40 წლის ასაკში ასეთ დონეს აჩვენებენ. გენეტიკა მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე, ვალდებულება, დამოკიდებულება“, - თქვა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, რომ ლუკა მოდრიჩი „რეალში“ 2012 წლიდან თამაშობს და კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, მაგრამ დიდი ალბათობით, მხარეები თანამშრომლობას განაახლებენ.