ფეხბურთი

20:53 | 23.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

"უოტფორდის" ფეხბურთელი: "თამაშამდე ჩაკვეტაძეს ვუთხარი, რომ საგოლე პასს მომცემ-მეთქი"

„უოტფორდის“ ფეხბურთელმა ედო კაიემბემ თქვა, რომ „ლუთონთან“ მატჩამდე (2:0) გიორგი ჩაკვეტაძეს უთხრა, საგოლე პასს გამიკეთებო.

ასეც მოხდა: პირველივე ტაიმში კაიემბემ ცარიელ კარში ჩაკვეს პასით გაიტანა.

„ძალიან კარგი გრძნობაა, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩვენი გულშემატკივრებისთვის გამარჯვება. თამაშის წინ გიორგის ვუთხარი, დღეს თუ ვერ გაიტან, საგოლე პასს მომცემ-მეთქი!“, - ციტირებს „უოტფორდის“ საიტი კაიემბეს სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძეს ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში 33 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი და 6-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. გარდა ამისა, ერთი საგოლე პასი მას ინგლისის ლიგის თასზეც აქვს, „მანჩესტერ სიტისთან“.

„უოტფორდი“ 48 ქულით მეცხრე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 1-ელ მარტს, „სტოკ სიტის“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.079237
სარეკლამო ადგილი - 99
X x X