კალათბურთი

0:18 | 13.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძის “უნიქსმა” ვთბ-ლიგაში მეორედაც იმარჯვა

ვიქტორ სანიკიძემ ვთბ-ლიგის საწყისი ტურის მატჩი სავიზო პრობლემების გამო გამოტოვა, გუშინ კი ყაზანის “უნიქსის” მაისური ოფიციალურ მატჩში პირველად მოირგო.

რუსულმა კლუბმა საწყის შეხვედრაში სარატოვის “ავტოდორი” 81:78 დაამარცხა, ამჯერად კი, ფინურ “ბიზონსს” ასევე დაძაბულ ბრძოლაში 85:80 სძლია და ლიდერთა შორის გაერია.

ქართველი კალათბურთელი ყაზანელთა სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა, გუნდის ბერძენმა მწვრთნელმა არგირის პედულაკისმა იგი საკმაო დროს – 20:21 წუთს დატვირთა.

აღნიშნულ დროში სანიკიძემ 2-დან ორქულიანი, 1 სამქულიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და 6 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. ვიქტორმა ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კო 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

კარგად ითამაშეს “უნიქსის” სხვა ლეგიონერებმა. ამერიკელებმა კიტ ლენგფორდმა და დ’ორ ფიშერმა შესაბამისად, 19 და 17 ქულა დააგროვეს, ბერძნებმა – კონსტანტინოს კაიმაკოღლუმ და ნიკოს ზისისმა კი, შესაბამისად, 16 და 13.

19 ოქტომბერს სანიკიძის კლუბი სანკტ-პეტერბურგის “ზენიტს” უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113693