„მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა ინგლისის პრემიერლიგის 26-ე ტურში „ევერტონთან" მატჩის (2:2) შემდეგ უპასუხა შეკითხვას: რა შეუძლია გააკეთოს, რომ გუნდი უფრო სტაბილური გახდეს.
„არ ვიცი, მაგრამ თუ მეცოდინება, ყველაფერს შევცვლი. რასაც კვირის განმავლობაში ვაკეთებთ, თამაშისას უკეთ უნდა შევასრულოდ. ახლა ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება ყოველდღიურ სამუშაოზე. ეს სეზონი როგორმე უნდა გადავიტანოთ და შემდეგ მომავალზე ვიფიქროთ. არ მინდა მხოლოდ უარყოფითზე ვისაუბრო. მეორე ტაიმში ჩვენ ახლოს ვიყავით ამ თამაშის მოგებასთან", - ციტირებს ამორიმის სიტყვებს BBC.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ ინგლისის პრემიერლიგის 2024/25 წლების სეზონში მე-15 ადგილზეა. გუნდმა 26 მატჩში 30 ქულა მოაგროვა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გავარდნის სისტემის დანერგვა არ აწყენდათ. ყაზაიშვილის ნაგავი გუნდის ადგილი არ არის ელიტაში.