„გრანადას“ მწვრთნელმა ფრან ესკრიბამ „სარაგოსასთან“ მატჩამდე გიორგი წიტაიშვილზე ისაუბრა.
წინა ტურში „გრანადას“ პირველ ტაიმში მარცხენა მცველი გაუძევეს, რის გამოც წიტაიშვილს მოუწია დაცვაში თამაში. სწორედ ამასთან დაკავშირებით ჰკითხეს „გრანადას“ თავკაცს:
„მას მოუწია ჟერარ ვალენტინის წინააღმდეგ დაცვაში თამაში, რომელიც ძალიან ძნელად ასაყვანი ფეხბურთელია ერთი-ერთზე თამაშში. „სარაგოსას“ ასეთი ფეხბურთელი არ ჰყავს. „უესკასთან“ რიცხობრივ უმცირესობაში ვიყავით, ამიტომ, საქმე ის კი არაა, რომ წიტაიშვილს გაუჭირდა წინა მატჩში, არამედ, ზოგადად, მთელ გუნდს გაგვიჭირდა. წიტაიშვილი სწრაფი და ინტენსიური ფეხბურთელია, რომელიც ძალიან მომწონს. რა თქმა უნდა, საუკეთესო ვარიანტია, რომ მან უფრო მეტი შეტევაში გაატაროს და არა დაცვაში, ის არ არის მცველი, მაგრამ თუ დაგვჭირდება, ამის გაკეთება მშვენივრად შეუძლია“, - თქვა ესკრიბამ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი წიტაიშვილს საქართველოს ნაკრებშიც ვილი სანიოლი უმეტესად მარცხენა მცველად ათამაშებს. ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა 23 მატჩში 2 გოლი გაიტანა და ამდენჯერვე საგოლე პასით გამოირჩა.