ჯანლუიჯი ბუფონის შვილის, ლუის ტომას ბუფონი შესაძლოა, სულ მალე პროფესიონალურ ფეხბურთში გამოჩნდეს.
17 წლის ბუფონი პიზას პრიმავერაში თამაშობს და როგორც იტალიური მედია იტყობინება, სერია B-ს უახლოესი ტურის მატჩისთვის, რომელშიც „პიზა“ „ჩეზენას“ შეხვდება, შეიძლება პირველ გუნდში გამოიძახონ.
„პიზას“ მთავარი მწვრთნელი ფილიპო ინძაგია, რომელიც ჯიჯი ბუფონის თანაგუნდელი თავის დროზე „პარმასა“ და იტალიის ნაკრებში იყო. პიპოს მოსწონს მისი ყოფილი თანაგუნდელის შვილის თამაში და არაა გამორიცხული შანსი მისცეს.
ლუის ტომას ბუფონი 17 წლისაა და მარცხენა გარემარბია, მაგრამ ფორვარდის პოზიციაზე თამაშიც შეუძლია. სხვათა შორის, მას სახელი კამერუნელი მეკარის, ტომას ნკონოს პატივსაცემად ჰქვია, რომელიც ჯანლუიჯი ბუფონის ბავშვობის კუმირია და შვილსაც მისი სახელი დაარქვა.