„ნაპოლის“ ბრაზილიელი გარემარბი დავიდ ნერეში გამოაკლდა. ამის შესახებ იტალიური კლუბის ვებგვერდი იტყობინება.
ნერეშმა დაზიანება „უდინეზესთან“ მატჩში მიიღო და როგორც გამოკვლევამ აჩვენა, მარცხენა ბარძაყი აქვს დაზიანებული. ჯერჯერობით, უცნობია, როდემდე ვერ ითამაშებს სამხრეთამერიკელი, მაგრამ სავარაუდოდ, დაახლოებით 4-5 კვირა იუქმებს. ვარაუდობენ, რომ ის მოედანზე მარტის შუაში დაბრუნდება.
დავიდ ნერეშმა მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით 24 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა, ხოლო 8-ჯერ საგოლე პასი მიითვალა.
აქვე გეტყვით, რომ "ნაპოლის" ნერეშის გარდა, მარცხენა მცველები, ლეონარდო სპინაცოლა და მატიას ოლივერა ჰყავს ლაზარეთში.