მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „ატლეტიკოსთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
მან ისაუბრა გუნდში არსებულ ტრავმებზე, ასევე, ლა ლიგაში მსაჯობის თემასაც შეეხო:
„პრეზიდენტ ტებასს შეუძლია მშვიდად იყოს, აქ, „რეალში“ თავი არავის დაუკარგავს. გვინდა სისტემის შეცვლა, ახლა ყველა წინააღმდეგია. მერე კი, ყველა წუწუნებს და სისტემის შეცვლა უნდათ.
ჩვენ სრულად საგანგებო მდგომარეობაში ვართ. ალაბა, რიუდიგერი, კარვახალი და მილიტაო ვერ ითამაშებენ, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ თამაში იმ შემადგენლობით, რომელიც გვყავს“, - თქვა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „ატლეტიკოს“ მატჩი 8 თებერვალს გაიმართება.