ფეხბურთი

19:04 | 7.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლევანტეს" მწვრთნელი: "მშვიდად ვარ, ქოჩორაშვილი თუ ვინმეს უნდა, ჩვენთანაც უნდა შეთანხმდეს"

„ლევანტეს“ მთავარმა მწვრთნელმა ხულიან კალერომ „მალაგასთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გიორგი ქოჩორაშვილზე ისაუბრა.

როგორც ჩანს, ქართველ ნახევარმცველს მუხლი და კოჭი ისევ აწუხებს, რის გამოც მისი თამაში საეჭვოა:

„დღეს და ხვალ ვნახავთ, შეძლებს თუ არა, თამაშს. არ გვინდა, რომ მას გაჩერება კიდევ მოუწიოს, მაგრამ ეს რთული იქნება“, - თქვა კალერომ.

ესპანელმა სპეციალისტმა შემდეგ სატრანსფერო ჭორებზე ისაუბრა, რომლის მიხედვით, ქოჩორაშვილი ლისაბონის „სპორტინგში“ გადადის:

„ბევრს ვერაფერს გეტყვით, რადგან ფეხბურთის სამყარო ასეთია: სპეკულაციები, გაზეთების გარეკნები და გვერდები, ახალი ამბები რადიოსა და ტელევიზიებში. ამით უნდა ვიცხოვროთ და შევეგუოთ, რომ ასე ვმუშაობთ. ზოგი მართალია, ზოგი ნახევრად, ზოგიც საერთოდ არ არის მართალი. ამ შემთხვევაში არ ვიცი, ამ ინფორმაციას წინ რა უძღოდა, საერთოდ, არ ვიცი, მიაღწიეს თუ არა, შეთანხმებას, ჩვენს კლუბში ამის მტკიცებულებები არ არსებობს. თუმცა, მე მწვრთნელი ვარ და ეს არის შეკითხვა, რომელსაც სპორტულმა დირექტორმა უნდა უპასუხოს. ძალიან არ ვნერვიულობ, რადგან გიორგი მენტალურად ძლიერი ბიჭია, ჩვენი კლუბის ერთგულია. ის ჩვენი ფეხბურთელია და ვიცით, რომ თუ ვინმეს მისი შეძენა უნდა, „ლევანტესთან“ შეთანხმებაც საჭიროა“, - აღნიშნა კალერომ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილს „ლევანტესთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში ლა ლიგა 2-ის 20 მატჩში ჩატარებულ 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.078261
სარეკლამო ადგილი - 99
X x X