„ფენერბაჰჩეს“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ თურქეთის ჩემპიონატის 22-ე ტურის „რიზესფორთან“ (3:2) მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მთარგმნელს მხარზე ხელი შემოარტყა, რომელმაც სიტყვები „ტუალეტი“ (ინგლ. toilet) და „ბინდი" ( ინგლ. twilight) ერთმანეთში აურია.
პრესკონფერენციაზე მთარგმნელმა მოურინიუსთან დააზუსტა, რას გულისხმობდა, როცა ამბობდა სიტყვებს „ტუალეტის ზონა“. ამაზე „ფენერბაჰჩეს“ დამრიგებლს გაიღიმა, მთარგმნელს მხარზე ხელი შემოსცხო და მიუგო: „ტუალეტის ადგილი კი არა, ბინდი… რის ტუალეტი შე კაცო."
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი „ფენერბაჰჩეს“ 2024 წლის ივლისიდან ხელმძღვანელობს. მწვრთნელის ამჟამინდელი ხელშეკრულება კლუბთან 2026 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
"შე კაცოო" ასე იმერულად უთხრა ?
"ისთე დაგიმშვენდა ცხვიმპირიო" - ხო არ დოუყოლებია ?! )))