ფეხბურთი

13:30 | 31.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო რამოსი კარიერას მექსიკაში გააგრძელებს

38 წლის სერხიო რამოსი საფეხბურთო კარიერას მექსიკურ "მონტერეიში" გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური გამოცემები ავრცელებენ.

როგორც ცნობილი ხდება, მხარეებს შორის ყველა შეთანხმება მიღწეულია. დარჩენილია მხოლოდ სამედიცინო შემოწმება, რის შემდეგაც სერხიო რამოსი კონტრაქტს მექსიკურ კლუბთან ოფიციალურად მოაწერს ხელს.

შეგახსენებთ, რომ რამოსი ბოლოს "სევილიას" ღირსებას იცავდა და 2024 წლის ზაფხულის შემდეგ თავისუფალი აგენტი იყო. მან გასულ სეზონში "სევილიას" მაისურით 37 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128892