ფეხბურთი

14:52 | 21.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსისა“ და პსჟ-ის ყოფილმა მცველმა დავიდ ლუისმა ახალი კლუბი იპოვა

„ჩელსის,“ პსჟ-ის და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა მცველმა დავიდ ლუისმა ახალი კლუბი იპოვა. ოფიციალური პრესსამსახური იუწყება, რომ 37 წლის ფეხბურთელი „ფორტალეზა ესპორტეს“ გუნდს შეუერთდა.

მხარეებმა კონტრაქტი 2026 წლის 31 დეკემბრამდე გააფორმეს, კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების შესაძლებლობით. დავიდ ლუისი ახალ გუნდს უფასოდ შეუერთდა, როგორც თავისუფალი აგენტი, „ფლამენგოდან“ წასვლის შემდეგ.

დავიდ ლუისი „ფლამენგოში“ 2021 წლიდან თამაშობდა. ახლახან დასრულებულ ბრაზილიის სერია A-ში მცველმა 23 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა. მანამდე ისეთ ცნობილ კლუბებში თამაშობდა, როგორებიცაა „ბენფიკა,“ „ჩელსი,“ პსჟ და „არსენალი.“ ბრაზილიის მთავარ გუნდში მან 57 მატჩი ჩაატარა.

0.065896