ხვიჩა კვარაცხელიამ დღეს „პარი სენ-ჟერმენში“ გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა. შესაბამისად, ქართველმა ფეხბურთელმა თანაგუნდელებთან ერთად მუშაობა დაიწყო.
კვარას პირველი საწვრთნელი პროცესი ჯერ კიდევ შაბათს დაიწყო, თუმცა მაშინ ინდივიდუალურად, ახლა უკვე გუნდთან ერთად.
ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება ჯერ არ აქვს, შესაბამისად, "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის განაცხადში კვარას შეყვანის უფლება პლეი-ოფში გასვლის შემთხვევაში ექნება.
ქართველი ფეხბურთელის დებიუტი 25 იანვარს, „რეიმსთან“ მატჩში უნდა შედგეს. შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-სთან კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმა.