ფეხბურთი

11:50 | 9.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკი ტრავმას გადაურჩა

„ბარსელონას" პოლონელ ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკის ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალურ მატჩში „ატლეტიკთან" (2:0) სერიოზული ტრავმა არ მიუღია. ამის შესახებ Sport.es-ის ჟურნალისტი ტონი ხუანმარტი სოციალურ ქსელში წერს.

წყაროს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ 36 წლის პოლონელი მოედნიდან კოჭლობით გავიდა, ფეხბურთელი ტრავმას გადაურჩა და მისი მდგომარეობა „კარგად" შეაფასეს. ასე რომ, ესპანეთის სუპერთასის ფინალში მოედანზე მის გამოჩენას არაფერი ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკი „ატლეტიკთან“ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყო და 73-ე წუთზე შეცვალეს.

რობერტმა მიმდინარე სეზონში „ბარსელონას" მაისურით 26 მატჩი ჩაატარა, 25 ბურთი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ესპანეთის სუპერთასის ფინალური მატჩი 12 იანვარს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.075902
სარეკლამო ადგილი - 99
X x X