ფეხბურთი

10:26 | 28.11.2024 | ნანახია 434 - ჯერ

გარეთ ბეილი „ლივერპულთან“ მატჩში მბაპეს მიერ პენალტის ვერგატანას გამოეხმაურა

ყოფილმა უელსელმა ვარსკვლავმა, გარეთ ბეილმა, რომელიც მადრიდის „რეალში" თამაშობდა, „ლივერპულთან" ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მე-5 ტურის მატჩში ფრანგი თავდამსხმელის კილიან მბაპეს წარუმატებლობაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ მატჩი ინგლისური კლუბის გამარჯვებით 2:0 დასრულდა.მბაპემ კი პენალტი ვერ გაიტანა.

„კილიან მბაპე ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. მხოლოდ დროის საკითხია, სანამ ის გუნდში პოზიციას გაიუმჯობესებს“, - ციტირებს Sport.es ბეილის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ 61-ე წუთზე მბაპემ პენალტი შეასრულა, მაგრამ მისი დარტყმა კევინ კელეჰერმა მოიგერია. მადრიდის „რეალი" ამჟამად ჩემპიონთა ლიგის საერთო ცხრილში 24-ე ადგილს იკავებს ხუთი თამაშის შემდეგ ექვსი ქულით.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:43 | 28.11.2024
Gerry Marsden (907)

საუკეთესო ფეხბურთელი მესიც იყო თუ ისევ არის,მაგრამ პიროვნულად პრო-ია,დროის საკითხი მხოლოდ ის არის რომელი უფრო დიდი პრო-ია,ეს თავკომბალა თუ მესი?!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121833
სარეკლამო ადგილი - 99
X x X