საქართველოს ნაკრების და „ლიონის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე „მარსელს“ დაუკავშირეს.
ვინაიდან, „ლიონს“ ფინანსური პრობლემების გამო ლიგა 2-ში დაქვეითების საფრთხე რეალურად ემუქრება, იანვარში შეიძლება რამდენიმე ფეხბურთელს შეელიოს, ამიტომაც, მიქაუტაძის წასვლაზე საუბარი გააქტიურდა.
ქართველი იტალიელებმა ტურინის „იუვენტუსს“ დაუკავშირეს, ხოლო Daliymercato იტყობინება, რომ საქმეში შეიძლება „მარსელიც“ ჩაერთოს.
წყაროს თანახმად, კლუბის პრეზიდენტი პაბლო ლონგორია და სპორტული დირექტორი მეჰდი ბენატია ყურადღებით აკვირდებიან გიორგის მდგომარეობას. ხსენებული გამოცემა იმასაც წერს, რომ მიქაუტაძე უკვე ნანობს „ლიონში“ გადასვლას, რადგან დასაწყისი ისეთი არ არის, როგორსაც ელოდა - 14 მატჩში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა.
თავის მხრივ, „მარსელი“ ნანობს ელი ვაჰის შეძენა, რომლის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადა და 9 შეხვედრაში ისიც მხოლოდ 2 გოლით გამოირჩა. შესაბამისად, შეიძლება იანვარში „ოლიმპიკმა“ სცადოს მიქაუტაძის გადაბირება.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს „ლიონთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.