ფეხბურთი

11:46 | 19.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: რუსეთის ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ვერ ითამაშებს

რუსეთის ნაკრები 2026 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობას ვერ მიიღებს - ამის შესახებ ერთდროულად რამდენიმე წყარომ განაცხადა. ეს სიახლე 11 ნოემბრის უეფას No. 64 ცირკულარულ წერილზე დაყრდნობით ვრცელდება.

რუსეთის გუნდი უკრაინის ომის გამო მოექცა სანქციების ქვეშ და თითქმის სამი წლის განმავლობაში აღარ მონაწილეობს ოფიციალურ ტურნირებში. ამხანაგურ მატჩებში კი უსუსტეს ნაკრებებს ეჯიბრება. მაგალითად 15 ნოემბერს მათ კრასნოდარში ბრუნეის ნაკრებს 11:0 მოუგეს, რომელსაც შემდეგ მათმა მთავარმა მწვრთნელმა, ვალერი კარპინმა სასაცილო უწოდა.

ბოლო დროს ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს უეფა რუსეთის ნაკრებისთვის სანქციების შემსუბუქებას აპირებდა, მაგრამ, როგორც ვხედავთ, აკრძალვა ისევ ძალაშია.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის. წილისყრა 13 დეკემბერს გაიმართება ციურიხში.

0.122767