პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ უპასუხა კითხვას, თუ როგორ აპირებს ეროვნული ნაკრებიდან წასვლის შესახებ განცხადებას.
„როდესაც ნაკრებიდან წასვლას გადავწყვეტ, ამას სპონტანურად, მაგრამ მიზანმიმართულად გავაკეთებ. წინასწარი განცხადებები არ იქნება“, - ციტირებს რონალდუს სიტყვებს Mirror.
15 ნოემბერს პორტუგალიამ ერთა ლიგაზე პოლონეთი (5:1) დაამარცხა. 39 წლის ფორვარდმა დუბლი შეასრულა. ჯამში, ეროვნულ ნაკრებში კრიშტიანუმ 215 მატჩში 135 გოლი გაიტანა.