საფრანგეთის მთავრობის ეროვნულმა ხულიგნებთან მებრძოლმა განყოფილებამ დაადგინა, რომ საფრანგეთსა და ისრაელს შორის ერთა ლიგის მატჩი არეულობის მაღალი რისკის შემცველია.
ოთხი ათასზე მეტი პოლიციელი და უსაფრთხოების პერსონალი მოწოდებულია დაიცვას კანონი და წესრიგი პარიზში. განსაკუთრებით „სტად დე ფრანსის“ ტერიტორიაზე, სადაც თამაში გაიმართება. საფრანგეთს ასევე ეშინია ისრაელის გუნდის წინააღმდეგ უკონტროლო ძალადობრივი დემონსტრაციებისა ახლო აღმოსავლეთში ომის გამო. მატჩს სავარაუდოდ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დაესწრება.
საფრანგეთი-ისრაელის მატჩი 14 ნოემბერს გაიმართება და თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. ფრანგები A ლიგის მე-2 ჯგუფში 9 ქულით მეორე ადგილზე არიან, უქულო ისრაელი კი ბოლოზე.