ფეხბურთი

10:26 | 12.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ამორიმის გეგმა და პირველი ინსტრუქციები „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობას

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალი მთავარი მწვრთნელი რუბენ ამორიმი კლუბის შტაბ-ბინაში გუშინ, 11 ნოემბერს მივიდა. ის „ტრაფორდის“ საწვრთნელ ცენტრს ეწვია და „წითელი ეშმაკების" მენეჯმენტის წევრებს - ომარ ბარადას, დენ ეშვორტს და ჯეისონ უილკოქსს შეხვდა. ცნობილმა ჟყრნალისტმა და ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ გაამხილა, თუ როგორი იყო პორტუგალიელის პირველი მითითებები კლუბის ხელმძღვანელობის მიმართ, ასევე მისი საწყისი გეგმა.

„ჩვენ უნდა მოვიყვანოთ მოთამაშეები, რომლებსაც შეუძლიათ დიდი ინტენსივობით თამაში." ეს იყო საკვანძო სიტყვები, რომელიც მან ახსენა „იუნაიტედის“ ხელმძღვანელობასთან შესავალი მოლაპარაკებებისა და შეხვედრების დროს - წერს რომანო და ასევე დასძენს, რომ ამორიმის საწყისი და ყველაზე მყისიერი გეგმა „იუნაიტედის“ აღსადგენად არის გუნდის სამი ცენტრალური მცველის სისტემაზე გადაყვანა.

შეგახსენებთ, რომ ამორიმი „მანჩესტერ იუნაიტედში“ ლისაბონის „სპორტინგიდან“ მივიდა, რომელთან ერთადაც გასულ სეზონში პორტუგალიის ჩემპიონი გახდა.

0.100712