ფეხბურთი

16:42 | 10.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ზარიას გადამწყვეტი გოლით "კაირატი" ყაზახეთის ჩემპიონი გახდა

ყაზახეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში ალმატის „კაირატმა“ სტუმრად „ატირაუ“ გიორგი ზარიას ერთადერთი გოლით დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.

ზარიამ 59-ე წუთზე პენალტით დალაშქრა მეტოქის კარი და ეს საჩემპიონო გოლი იყო, რადგან „კაირატმა“ 47 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და ქულით აჯობა „ასტანას“.

ზარია ყაზახეთის ჩემპიონატში 23 მატჩში 6 გოლით გამოირჩა. ასევე ჩემპიონი გახდა ალმატელთა რიგებში ლუკა გადრანი, რომელმაც 15 შეხვედრაში 1 გოლი მიითვალა.

0.117071