ფეხბურთი

22:57 | 9.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

თრილერი კალიარიში

იტალიური სერია A-ს მე-12 ტურის მატჩში, კალიარის „უნიპოლ დომუსის“ სტადიონზე ნამდვილი თრილერი გათამაშდა. სტუმარი „მილანი“ სამჯერ უგებდა მასპინძელ „კალიარის,“ მაგრამ შეხვედრა მაინც ფრედ - 3:3 დასრულდა.

დუბლი მიითვალეს მილანელმა რაფაელ ლეაუმ და კალიარელმა გაბრიელე ძაპამ. თითოც ნადირ ძორტეამ და შეცვლაზე შესულმა ტემი აბრაჰამმა გაიტანეს.

ახლა „მილანი“ 18 ქულით სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა. 10-ქულიანი „კალიარი“ კი მე-16-ზე.

0.115442