ინგლისის პრემიერლიგაში დღეს, 9 ნოებერს, ექვსი მატჩი იმართება. ოთხი უკვე დამთავრდა. მათგან საინტერესოა „ვულვერჰემპტონის“ პირველი გამარჯვება მიმდინარე სეზონში. მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინათ ბრიტანულ ტაბლოიდებში „მგლების“ გიორგი ჩაკვეტაძის მიმართ ინტერესზე დაიწერა.
გარი ო’ნილის შეგირდებმა „წმინდანებს“ პაბლო სარაბიასა და მათეუს კუნიას გოლებით მოუგეს.
ახლა „ვულვერჰემპტონს“ 6 ქულა მოუგროვდა და ბოლოდან მესამე, მე-18 ადგილზეა. 4-ქულიანი „საუთჰემპტონი“ კი ბოლო, მე-20-ზე.
ინგლისი. პრემიერლიგა. მე-11 ტური. 9 ნოემბერი: ბრენტფორდი - ბორნმუთი 3:2, კრისტალ პალასი - ფულემი 0:2, ვესტ ჰემი - ევერტონი 0:0, ვულვერჰემპტონი - საუთჰემპტონი 2:0, ბრაიტონი - მანჩესტერ სიტი და ლივერპული - ასტონ ვილა მოგვიანებით გაიმართება