ფეხბურთი

20:34 | 9.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

„თელავის“ მნიშვნელოვანი გამარჯვება

დღეს, 9 ნოემბერს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 32-ე ტურის ორი მატჩი გაიმართა. „სამტრედია“ თბილისის „დინამოს“ დაუზავდა (1:1), „თელავმა“ კი უშუალო კონკურენტ „კოლხეთთან“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა - 3:0. გოლები ანტონ თოლორდავამ (მე-10 წთ. პენალტით), დეიან გეორგიევიჩმა (24) და ტატო ჟივიძემ (90+6) გაიტანეს. 73-ე წუთზე ფოთელთა ბრაზილიელმა გაბრიელ ფერეირამ პენალტი გააცუდა.

ახლა „თელავს“ 30 ქულა მოუგროვდა, მართალია ისევ ბოლოსწინა, მე-9 ადგილზეა, თუმცა უკვე მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება „კოლხეთს“და 2-ით „გაგრას,“ რომელიც კვირას წყალტუბოში „სამგურალს“ ეთამაშება.

0.105925