„მანჩესტერ იუნაიტედი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ერთდროულად ხუთი ფეხბურთელის შეძენას გეგმავს, იუწყება გაზეთი Mirror. კლუბის მთავარი სამიზნეები არიან „ევერტონის“ მცველი ჯერად ბრანტუეიტი, „სპორტინგის“ თავდამსხმელი ვიქტორ გიოკერესი და ნახევარმცველი ჯოვანი კენდა, მიუნხენის „ბაიერნის“ მცველი ალფონსო დევისი და ნახევარმცველი ლეროი სანე.
მედიის ცნობით, „წითელი ეშმაკების" ახალ მთავარ მწვრთნელს, რუბენ ამორიმს, ყოფილი გუნდის, ლისაბონის „სპორტინგის“ (გიოკერესი და კენდა) ორი ფეხბურთელის წაყვანა სურს. პირველმა მიმდინარე სეზონში კლუბის შემადგენლობაში 15 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 21 ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა, მეორემ კი ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი და და რამდენიმე ეფექტური მოქმედებაც შესრულა.
ამორიმს ასევე სურს დაცვის ხაზის გაძლიერება „ევერტონიდან“ ინგლისელი ჯერად ბრანტუეიტის შეძენით.
ამ სიაში ბოლოები არიან „ბაიერნის“ მოთამაშეები ალფონსო დევისი და ლეროი სანე. ორივეს კონტრაქტი ეწურება ამჟამინდელ კლუბთან და, შესაბამისად, ხელმისაწვდომები იქნებიან ზამთრის ბაზარზე შეღავათიან ფასად.