ფეხბურთი

18:12 | 9.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნიქაბაძის გოლი და ტაბატაძის ორი საგოლე პასი "ფახთაქორთან" (+VIDEO)

უზბეკეთის ჩემპიონატის ბოლო, 24-ე ტურში „ნავბაჰორმა“ „ფახთაქორი“ 5:2 დაამარცხა, რაშიც ქართველმა თავდამსხმელებმა, თომა ტაბატაძემ და გიორგი ნიქაბაძემ თავიანთი წვლილი შეიტანეს.

ტაბატაძემ ორი საგოლე პასი შეასრულა, გარდა ამისა, მასთან უხეშობისთვის მეტოქეს ფეხბურთელი გაუძევეს. თომას ნაცვლად 63-ე წუთზე თამაშში ნიქაბაძე ჩაერთო, რომელმაც მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გოლი გაიტანა და იმ დროისთვის ანგარიში 4:2 გახადა.

თომა ტაბატაძემ უზბეკეთის ჩემპიონატის 2024 წლის სეზონში თავი 20 მატჩში 9 გოლით და 4 საგოლე პასით გამოიჩინა, ხოლო გიორგი ნიქაბაძემ 15 შეხვედრაში 3 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა. „ნავბაჰორმა“ სეზონი 39 ქულით მეოთხე ადგილზე დაასრულა.

0.125167