ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 1-ის თვის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის იბრძვის, თუმცა სანამ დღეც ამ ნომინაციაში გამარჯვებულის ვინაობას გავიგებთ, მანამდე ქართველი ფეხბურთელის გოლი გამოარჩიეს.
საქართველოს ნაკრების წევრის მიერ „ოსერის“ კარში გატანილი გოლი , რომელივ მან 5 ოქტომბერს გაიტანა, საუკეთესოდ აღიარეს.
დავითაშვილმა მე-7 ტურის შეხვედრაში ჰეთთრიქი შეასრულა, ხოლო სამი გოლიდან საუკეთესოდ პირველი აღიარეს.
შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილს ძალიან წარმატებული ოქტომბერი ჰქონდა. მან სამ შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა. ჰეთ-თრიქი შეასრულა „ოსერთან“, ხოლო „ანჟერის“ წინააღმდეგ თავი დუბლით გამოიჩინა.