ესპანეთის ლიგა ენდესაში მეორე ტურის გამოტოვებული მატჩი გაიმართა, რომელშიც გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ „ბრეოგანი“ 79:78 დაამარცხა.
შეხვედრა თავის დროზე მეორე პერიოდში შეწყდა, როცა ანგარიში 23:23 იყო და დღეს გაგრძელდა. საბოლოოდ, კანარიელებმა დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვეს.
გიორგი შერმადინმა 15 წუთში 6 ქულა, 1 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. ქართველმა ცენტრმა 3-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, მეტჯერ მას ფარისკენ ბურთი არ უსვრია.
„ტენერიფე“ 4 მოგებით და 1 წაგებით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 10 ნოემბერს, ბექა ბურჯანაძის „ლეიმა კორუნიას“ ესტუმრება.