ფეხბურთი

13:38 | 7.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

კეინი - „ბენფიკასთან“ მატჩში „ბაიერნის“ გამარჯვების შესახებ: „მეტოქეს განსაკუთრებული პრობლემები არ შეუქმნია“

„ბაიერნის" თავდამსხმელმა ჰარი კეინმა ჩემპიონთა ლიგის საერთი ეტაპის მე-4 ტურში „ბენფიკასთან" მატჩში გუნდის გამარჯვებაზე ისაუბრა.

„ჩვენ მთლიანად ვდომინირებდით თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში. მათ ვერანაირი პრობლემა ვერ შეგვიქმნეს. რა თქმა უნდა, კარგია, რომ მოვიგეთ. ჩვენ უბრალოდ არ გვქონდა საკმარისი ცივსისხლიანობა ბოლო მესამედში მეორე ან მესამე გოლის გასატანად. თუმცა უამრავ თამაშს ვთამაშობთ მოკლე დროში, ამიტომ ასეთი გამარჯვებაც ძალიან კარგია“, - ციტირებს კეინის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.

„ბენფიკასთან“ მატჩში კეინმა საგოლე პასი მიითვალა.

0.119028