ფეხბურთი

11:09 | 7.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

„აუხსნელი და უსამართლო." პსჟ-ის მწვრთნელი ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის ბოლო მატჩებზე საუბრობს

პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის ბოლო სამ მატჩზე ისაუბრა.

„ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ კვალიფიკაციას მივიღებთ. მაგრამ ვიცი, რომ ბოლომდე ვეცდებით. ოთხი ფინალი გვექნება. ის, რაც სამ მატჩში დაგვემართა, აუხსნელია. სიტყვები, რომლებიც მათ საუკეთესოდ აღწერს, არის „აუხსნელი“ და „უსამართლო“. დღეს საშინელი დღეა“, - ციტირებს ენრიკეს სიტყვებს L’equipe.

მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ სამ მატჩში ჯერჯერობით გაუმარჯვებელია - „არსენალთან“ მარცხი (0:2), პსვ-სთან ფრე (1:1) და მადრიდის „ატლეტიკოსთან“ (1:2) წაგება..

მომდევნო მატჩში პსჟ „ბაიერნს“ დაუპირისპირდება.

თეგებიპსჟ
0.114077