„მანჩესტერ სიტის“ მცირე კრიზისი აქვს და ბოლო ერთ კვირაში სამი თამაში წააგო. პეპ გვარდიოლას გუნდი ჯერ ინგლისის ლიგის თასზე „ტოტენჰემთან“ დამარცხდა (1:2) და ტურნირს გამოეთიშა, შემდეგ პრემიერლიგაში „ბორნმუთთან“ უქულოდ დარჩა, ხოლო გუშინ ჩემპიონთა ლიგაზე „სპორტინგთან“ განადგურდა (1:4).
აღსანიშნავია, რომ „სიტიმ“ ზედიზედ სამი მატჩი ბოლო 6 წელიწადში პირველად წააგო. სწორედ 2018 წელს დაემართა გვარდიოლას გუნდს იგივე.
„მანჩესტერ სიტის“ მომდევნო მატჩი „ბრაიტონთან“ აქვს, სადაც ეცდება, რომ წარუმატებელ სერიას წერტილი დაუსვას.