ფეხბურთი

10:58 | 6.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლა: "1:4-ს რომ წააგებ, სათქმელი ბევრი არაფერია"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „სპორტინგთან“ მარცხის (1:4) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ბევრის სათქმელი ასეთი წაგების შემდეგ არ აქვს.

„როცა 1:4-ს წააგებ, ბევრი რამის თქმა არ შეგიძლია, „სპორტინგს“ ვულოცავ. პირველი ტაიმი ფანტასტიკურად ჩავატარეთ, მაგრამ გოლის გატანა გაგვიჭირდა. ვქმნით მომენტებს, მაგრამ ვერ ვიყენებთ, ვაგებთ, როცა მეტოქეები ბევრ მომენტს ვერ ქმნიან. პირველი ტაიმი ძალიან კარგი იყო, მაგრამ ზოგჯერ მარტივ სიტუაციებში ვუშვებდით შეცდომებს. მესამე და მეოთხე გოლები ისეთია, რომლებიც თავიდან უნდა ავიცილოთ.

სტაბილურები არ ვიყავით და ამ ტურნირზე საჭიროა სტაბილურობა. 1:2-ზე ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, მაგრამ ემოციურად სტაბილურად გვაკლდა“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტის“ ჩემპიონთა ლიგაზე ოთხი ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს მოპოვებული.

„სიტიმ“ ბოლო ერთ კვირაში ზედიზედ მესამე თამაში წააგო, რაც 2018 წლის შემდეგ პირველად მოხდა.

0.113436