ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ სტუმრად „დორტმუნდთან“ 0:1 დამარცხდა.
ავსტრიელები ახლოს იყვნენ პირველი ქულის მოპოვებასთან, მაგრამ 85-ე წუთზე დონიელ მალენისგან გაუშვეს და ისევ წააგეს. კიტეიშვილმა 42-ე წუთზე ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა და თავისი გუნდი გოლისგან იხსნა. ქართველი 90-ე წუთზე შეცვალეს.
„შტურმს“ 0 ქულა აქვს და მომდევნო ტურში „ჟირონას“ დაუპირისპირდება.