„მანჩესტერ სიტის“ 24 წლის თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა შესაძლოა კლუბი დატოვოს, თუ ფინანსური დარღვევების გამო გუნდს უახლოეს მომავალში რაიმე სანქციები დაეკისრა - გვამცნობს Defensa Central.
ნორვეგიელი ფორვარდით მადრიდის „რეალი" დაინტერესდა. თუმცა, „ქალაქელები" ჰოლანდს მხოლოდ ერთი პირობით გაყიდიან - თუ კლუბს დაექვემდებარება მკაცრი სანქციები ფეარ პლეის წესების დარღვევისთვის ქვედა დივიზიონში შესაძლო დაქვეითებით. ასეთ ვითარებაში მადრიდის „რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მათ 200 მილიონ ევროს შესთავაზებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფორვარდის ესპანურ გრანდში გადასვლა ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ინგლისური კლუბი არ აპირებს მასთან განშორებას.
მიმდინარე სეზონში ჰოლანდმა საკლუბო დონეზე 14 მატჩი ჩაატარა და ამდენივე გოლი გაიტანა.